მთავარისიახლეებისაზოგადოებასვირში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა

სვირში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა

Published on

ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან ახალციხის რაიონის სოფელ სვირთან. . ცეცხლის  ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა.
ხანძრის კერები სოფლიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია, არსებობს ცეცხლის  წიწვოვანი ტყის მასივზე გავრცელების საშიშროება.   ცეცხლი  ძნელად მისასვლელ ადგილზეა მოდებული და სახანძრო მანქანების შეყვანა ვერ ხდება.  პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად  ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ვერტმფრენიც.
მედიას ტერიტორია ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების გამო დაატოვებინეს და სოფელ სვირის ცენტრში გადაიყვანეს. 
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცეცხლი არც ისე დიდ ფართობს უკიდია, თუმცა მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 
სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარი გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის გაჩნდა. პარალელურად იწვოდა ახალქალაქის სოფელ კორხას მიმდებარე ტერიტორიაც, მაგრამ ცეცხლის ლიკვიდირება გუშინვე მოხდა. 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...