მთავარისიახლეებისაზოგადოებაოლიგარქმა დარჩელის სკოლის ეზოში მდგარ ასწლოვან ცაცხვსაც დაადგა თვალი?

ოლიგარქმა დარჩელის სკოლის ეზოში მდგარ ასწლოვან ცაცხვსაც დაადგა თვალი?

Published on

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სხვა რამდენიმე ბერხესთან ერთად სოფელ დარჩელის სკოლის ეზოში მდგარ ასწლოვან ცაცხვსაც დაადგა თვალი.
 
,,ჩემი სკოლის ეზოში დგას საუკუნოვანი ცაცხვის ხე. ხიხოს მოსწონებიაო… ხელი არ წაგიცდეთ… ახლა ამას ბევრი წაიკითხავს, ვინც შეატყობინებთ მთავრობას. მარინა ცარციძეს გადაეცით, სკოლის დირექტორს. ღმერთმა ნუ ქნას ეს სიმართლე იყოს და ამის აღსრულებაზე იფიქროს ვინმემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, სეირის მოწმეები გახდებით….'' – წერს მაია კალანდია.
 
,,ოდიში ნიუსი'' ცდილობს ინფორმაცია გადაამოწმოს  სკოლის დირექტორთან  მარინა ცარციძესთან, მაგრამ ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. არ არის გამორიცხული, ის არც იყოს საქმის კურსში.
 
 
 
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ,,ბიძინას ხალხმა'' დაიარა მთელი დარჩელი და ევაჭრა კიდეც რამდენიმე მოსახლეს მათ ეზოებში მდგარი ხეების თაობაზე.
 
ერთია, როცა ხეების ყიდვას ოლიგარქი კერძო მოქალაქეებისგან ცდილობს (ამ შემთხვევაში კერძო საკუთრებასთან გვაქვს საქმე და კანონი მფლობელს თავისი ქონების გაყიდვას არ უკრძალავს, თუმცა არსებობს მორალური პრინციპებიც, დაუწერელი კანონები) და მეორე, როცა ვაჭრობა მიდის სკოლის საკუთრებაზე – ამ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და მოსახლეობას სრული უფლება აქვს წინ აღუდგეს ამ ვანდალურ ფაქტს.
 
,,ჩვენს ცაცხვს არავის გავატანთ'' – ამბობენ ადგილობრივები, მათ შორის ამ სკოლის აღზრდილები და დღევანდელი მოსწავლეები და მათი მშობლები.
 
 
 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...