მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად "საგზაო რუკაზე" შეთანხმდნენ

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

Published on

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო შეთანხმების დასადებად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ, რაც ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის შეტაკებების შესაჩერებლად კომიტეტისა და შესაბამისი მექანიზმის შექმნაზე შეთანხმებასაც მოიცავს.

“ლუცერნის სამიტი პოზიტიურ და კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა. იყო იმედის მომცემი პროგრესი, მათ შორის, დამატებითი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის მექანიზმის შექმნის მხრივაც.” – ვკითხულობთ მოლაპარაკებების შუამავალი მხარეების, კატარისა და პაკისტანის ერთობლივ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე მხარეები “მაღალი დონის კომიტეტის” ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, რომელიც შუამავლობის პროცესს პოლიტიკურ ზედამხედველობას გაუწევს.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებების მხარეები რეგულარულ კომუნიკაციაში იქნებიან კომიტეტთან და ბირთვული პროგრამის, სანქციებისა და უთანხმოებების მოგვარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებენ.

მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე “სერიოზულ პროგრესს” მიაღწიეს და განმარტა, რომ თეირანმა მოიპოვა შეღავათები ნავთობისა და პეტროქიმიური ნივთიერებების ექსპორტზე, პორტებზე ბლოკადის მოხსნა, გაყინული აქტივების ნაწილის გათავისუფლება და რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმის წამოწყება.

არაღჩის თქმით, ლიბანთან დაკავშირებით შექმნილი ახალი მექანიზმი შეთანხმების “პირველი რეალური გამოცდა” იქნება და დაამატა, რომ ლიბანში კონფლიქტის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის აშშ-ირანის დიპლომატიურ ძალისხმევას.

ცნობისთვის, 21 ივნისს აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა, შეხვედრის პარალელურად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი ლიბანში პროქსი ძალებს არ შეაჩერებს, აშშ ირანს “ძალიან მაგრად დაარტყამს”.

სიახლეები

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...