მთავარისიახლეებიNestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

Published on

კომპანია “ნესტლემ” დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე “იმედის” ეთერში – ინფორმაციას ბრიტანული ბიზნეს-გამოცემა City A.M. ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Nestle კომერციულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ქართულ მედიაკომპანია ტელეკომპანია „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ტელევიზიას სანქციები დააკისრა.

„გვინდა დაგარწმუნოთ, რომ Nestlé იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას, და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც.“ – ამბობს Nestle-ს სპიკერი გამოცემის თანახმად.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ სამთავრობო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...