მთავარისიახლეებიეკონომიკა„მეთხილე ფერმერის“ გადამზადების პროგრამის შემუშავების ფარგლებში ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. (VIDEO)

„მეთხილე ფერმერის“ გადამზადების პროგრამის შემუშავების ფარგლებში ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. (VIDEO)

Published on

„მეთხილე ფერმერის“ გადამზადების პროგრამის შემუშავების  ფარგლებში ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონის ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორია ქართული თხილის ხარისხი, აკმაყოფილებს თუ არა ის ევროპულ ბაზარს და რა რა ცოდნა სჭირდება ფერმერს იმისთვის, რომ სწორად განავითაროს მეურნეობა- ეს ის საკითხებია, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.ფერმერი თემურ ქათამაძე განმარტავს, რომ დღეს, როცა ევროპულ ბაზარზე ქართული თხილი მოთხოვნადი გახდა, აუცილებელია ყველა იმ საჭირო ნორმისა და რეგულაციების ცოდნა, რაც ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.ევროპის ბაზარზე ქართული თხილის პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას თხილის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო მოწერელია. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, ფერმერმა უნდა იზრუნოს საკუთარი პროდუქციის ხარისხზე, ტექნოლოგიაც უფრო დაიხვეწება და ევროპული საწარმოების სტანდარტებს მიუახლოვდება.მსოფლიო ბაზარზე ქართულ თხილს 3-დან 5 პროცენტამდე უკავია.მიუხედავად იმისა, რო თურქეთის თხიულის მოსავალი საქართველოზე 10-ჯერ მეტია, ქართული თხილი ევროპულ ბაზარზე პერსპექტიულ ადგილს იკავებს.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...