მთავარისიახლეებიპოლიტიკამოდით, ცოტა გავიცინოთ დილიდან - ბატიუშკა პეტროს ბაბუშკებისა და ,,ალფას'' მობილიზაციის...

მოდით, ცოტა გავიცინოთ დილიდან – ბატიუშკა პეტროს ბაბუშკებისა და ,,ალფას” მობილიზაციის გეგმა საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის შესაკავებლად

Published on

 ,,მოდით, ცოტა გავიცინოთ დილიდან’’ – ასე ეხმაურება თავის ფეისბუქგვერდზე  საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი  ჟურნალისტ ივან რეილის ირონიულ -სარკასტულ სტატიას, რომელიც ოლეგ ლიაშკოს და მისი სახით მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიშით ატანილ უკრაინის ხელისუფლებას და პრორუსულ ძალებს  ეძღვნება.
,,ოდიში ნიუსი'' გთვაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
 
,, მიხეილ სააკაშვილი: ოპერაცია  “Перехват”, ივან რეილი, აშშ, სპეციალურად სააგენტო ,,ხვილიასათვის’’ 
 
,,რადიკალური პარტიის ლიდერის ოლეგ ლიაშკოს მოწოდება უკრაინელი მესაზღვრეებისადმი დაუყოვნელივ გაუხსნან ცეცხლი მიხეილ სააკაშვილს, თუკი იგი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვას შეეცდება, ბევრმა მალემრწმენმა ადამიანმა მიიღო როგორც მთვარის ციკლთან დაკავშირებული ისტერიკა. ამასობაში კი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სერიოზული საფრთხე მართლაც არსებობს. ‘’- წერს სტატიის ავტორი.  
 
,,უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა პირველ ჩეჩნურ კომპანიაში იმ დროს, როცა ბოევიკების მხარეს ,,მხეცად’’ წოდებული არსენი იაცენიუკი იბრძოდა . მიხეილ საააკაშვილი გენერალ ურალმან ბექმანბეტოვის მარჯვენა ხელი იყო. მისი ოპერატიული სახმობი იყო ,,მიხა-ჯიგიტი’’. 
აგენტურის თანამშრომლებისა და მათი თანამომსამსახურეების თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს დივერსიულ-დაზვერვითი საქმიანობის პროფესიული უნარ-ჩვევები, იცის, როგორ გამოიყენოს ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდებულად ინიღბება, შეუდარებელია დანით ბრძოლაში, შესანიშნავად ფლობს ყამას  – კავკასიურ ხანჯალს. ისვრის ორივე ხელით, თვალდახუჭულად.  განვითარებული აქვს ინტუიცია და მეყვსეული, ელვისებური  რეაქცია. ‘’ 
 
ამგვარი დახასიათების შემდეგ სტატიის  ავტორი, ლიაშკოს, მალემრწენ მოქალაქეებს და  შეშინებულ ხელისუფლებას სთავაზობს რეკომენდაციებს ორივე იმ შემთხვევისათვის, თუკი მოქალაქეობის არმქონე პირმა მიხეილ საკაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევა ინდივიდუალურად ან სადაზვერვო – დივერსიულ ჯგუფთან ერთად სცადა:
 
პირველი. 5-15 სექტემბრის პერიოდში (ქალაქის ტიპის დასახლება) კრაკოვეცი გამოცხადდეს აკრძალულ ზონად უკლებლივ ყველა რეგიონული, სრულიად უკრაინისა და საერთაშორისო ავიასაშუალებების ფრენებისათვის. 
 
მეორე. ურაინის შეიარაღებული ძალების დასავლეთის სამხედრო ოლქის 141- ე საპარაშუტო-სადესანტო ბრიგადის ძალებით უზრუნველყოფილ იქნას რაიონის ლოკალიზება სახელმწიფო საზღვრის შესაძლო დამრღვევის გამოჩენისათვის მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან შემთხვევითი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით.
 
მესამე. შექმნილი გარემოებების   გამო, ასევე განსაკუთრებული საფრთხის თავიდან აცილებისათვის საბაჟო პუნქტ ,,კრაკოვეცზე’’ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფის ,,ალფას’’  სადღეღამისო მორიგეობა და მის მიერ მესაზღვრეთა  სრული ჩანაცვლებაც კი. 10-11 სექტემბერს მინიმუმამდე  იქნას დაყვანილი პუნქტის გამტარუნარიანობა. არ იქნას დაშვებული საპასპორტო კონტროლის გავლა ჯგუფურად, ეს პროცესი განხორციელდეს მკაცრად ინდივიდუალური წესით. . კონტროლი ჩატარდეს ზედმიწევნით ფხიზლად. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნებისმიერ ,,გადახრას’’ მოქალაქეთა ქცევაში, სასიგნალო ფრაზებს, როგორიცაა  მაგალითად, ,,გეთაყვა’’, ,, ხომ ვერ მიმასწავლით სად იყიდება აქ კარადა?’’ და სხვ.
 
მეოთხე. ოპერატიული ტაქტიკური რეაგირების მიზნით კრაკოვეცის საბაჟო პუნქტის რაიონში განლაგდეს მწყემსებად და ტურისტებად გადაცმული სამი სნიპერული წყვილი ,,ალგფას’’  თანამშრომლებისაგან. 
 
მეხუთე. ჩატარდეს პროფილაქტიკურ-განმარტებითი საუბრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. კერძოდ, შეჩეულ იქნას ინიციატივიანი წარმომადგენლები პენსიონერ ქალთაგან,  პუნქტის შესასვლელში  ხილით ( კენკრით, სოკოებით) მოვაჭრეთაგან და იმ პირთაგან, ვინც სიკვდილზეა  წამსვლელი БПП- თვის (ბატიუშკა პეტრო პოროშენკოსთვის’), შეიქმნას თვითმკვლელთა ჯფგუფი  ყველაზე აქტიური ,,ბაბუშკებისგან ’’   და თითოეული აღიჭურვოს შაჰიდის ქამრით. 
 
მეექვსე. ღამის საათებში გზის საფარის რემონტის იმიტაციით, საზღვრის დამრღვევის სავარაუდო გადაადგილების მთელ  მარშრუტზე ჩაიდოს ფუგასური ბომბები. 
 
მეშვიდე. სამშენელო სამუშაოების საფარქვეშ, თითქოსდა საზაფხულო კაფეს მოწყობის მიზნით ტერმინალის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში (დაყრილ იქნას ხმები, რომ გეგმა ხორციელდება ევროპის თანამშრომლობისა და პარტნიორობის პროგრამისდაფინანსებით), საბაჟოს ტერიტორიაზე უმოკლეს დროში  მოეწყოს დასაფრენი  მოედანი მი-8 ტიპის ვერტმფრენისათვის, რომლის დანიშნულებაა დაკავებულის ოპერატიულად გადაყვანა ლვოვის აეროპორტში, საიდანაც მას საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავით  გაამგზავრებენ ქალაქ თბილისში.
 
მერვე.   სიტუაციის კონტროლიდან გასვლის, ასევე ოპერაციის ჩავარდნის შემთხვევისათვის განხილულ იქნას საკითხი  კრაკოვეცის საბაჟოს ტერიტორიისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების  ოპერატიული ტოტალური გაწმენდისათვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური სარაკეტო  ქვედანაყოფის  მიერ, რომელიც ტერნოპოლის ოლქში, საბაჟო პუნქტ ,,სტარი რაზდოლის’’  ტერიტორიის სიახლოვეს არის დისლოცირებული.  
 
დაე, საკადრისი პასუხი გაეცეს ყველას,  ვინც შეეცდება დააღვიოს უკრაინის წმიდათაწმიდა, კანონმდებლობით დაცული საზღვრები. 
 
საზღვარი ჩაკეტილია. მტერი ვერ შემოაღწევს. '' – წერს ივან რეილი.
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...