მთავარისიახლეებიმსოფლიოტყვეების გაცვლას განვახორციელებთ - ზელენსკი

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

Published on

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან – ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან ირლანდიაში. ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა და თქვა რომ ეს უკრაინელი ხალხის კიდევ ერთი გამარჯვებაა, რადგან ქვეყანა ტყვეობაში ჩავარდნილ ჯარისკაცებს იბრუნებს.

“რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა: ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ. სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ჯარისკაცები, სახლში ბრუნდებიან. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, წარმატებაა ოჯახებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

არის კიდევ ერთი ამბავი – ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, მონაწილეობას ევროპელებიც მიიღებენ და მათ ხმის უფლებაც ექნებათ.

წესით მომდევნო შეხვედრა დელეგაციებს შორის რამდენიმე კვირაში უნდა გაიმართოს. ამერიკელი შუამავლები, მხარეებს შორის მიღწეულ პროგრესსს იმედის მომცემად მიიჩნევენ.

სიახლეები

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...