ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს ბორდის სხვა წევრებზეც – Facebook-გვერდი „მაყურებელი“ წერს, რომ აღნიშნული ინიციატივა მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე 12 ნოემბერს თავად დააყენა. ის საბჭოს წევრებისთვის ნოემბრის თვეში ერთჯერადად გაზრდილი ჰონორარების განსაზღვრასა და დამატებით ერთი თვის ანაზღაურების გაცემას ითხოვდა
მათივე ცნობით, ნოემბერში საბჭოს წევრებზე თანხები ასე განაწილდება:
• ვასილ მაღლაფერიძე – 19 715 ლარი (10 898 ლარი გაზრდილი ჰონორარი + 8 817 ლარი მეცამეტე ხელფასი)
• თავმჯდომარის მოადგილე (დავით ქართველიშვილი) – 15 201 ლარი (8 403 ლარი გაზრდილი ჰონორარი + 6 798 ლარი მეცამეტე ხელფასი)
• საბჭოს სხვა წევრები – 13 606 ლარი ( 7 521 ლარი გაზრდილი ჰონორარი + 6 085 ლარი მეცამეტე ხელფასი)
ასევე, მაღლაფერიძის ინიციატივით, საზმაუს ბორდმა პრემიებისა და დამატებითი ანაზღაურების დარიგების გადაწყვეტილებაც მიიღო:
• აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის დამატებით ერთი თვის ანაზღაურება გამოიყო
• საბჭოს აპარატის უფროსისა და უფროსი სპეციალისტისთვის გამოიყო დამატებით ერთი თვის ანაზღაურება
• საბჭოს ბიუჯეტის ნაშთიდან 207 314 ლარი გამოიყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პრემიებისთვის, 200 000 ლარი კი გამოიყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პრემიებისთვის