მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ

ბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ

Published on

იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ  მიხეილ სააკაშვილი “სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც” კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ და გავრცელებულ კადრებში მხოლოდ იმას ხედავს, რომ “თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს” რათა მესამე პრეზიდენტი “არ დაზიანებულიყო”.

როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და  ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ” – თქვა მან.

რომელ ძალადობრივ “ინვაზიაზეა” საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია.

აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს” –  განაცხადა ბერგაძემ პარლამენტში.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...