მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდება ხანძრის ზონაში ქართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ?

რა ხდება ხანძრის ზონაში ქართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ?

Published on

 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ბორჯომის ხეობაში  ცეცხლი ძირითადად ლიკვიდირებულია და ადგილზე მხოლოდ მცირე კერები რჩება.  ამ დროისთვის მათი  ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ცოცხალი ძალა აწარმოებს.
ადგილზე არიან ქართველი მეხანძრეები და მაშველები, სამხედრო ძალები, მოსახლეობა, რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მიერ დასახმარებლად გამოგზავნილ ცოცხალ ძალას და სახმელეთო ტექნიკას , სტიქიის ზონაში რჩებიან აზერბაიჯანული და სომხური სახანძრო ბრიგადები, თუმცა, აზერბაიჯანულმა ბრიგადებმა ბანაკის დაშლა უკვე დაიწყო. რა რაოდენობის ცოცხალი ძალა დარჩება სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ დღის განმავლობაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე გაირკვევა. 
  შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,  ადგილზე არიან  ზერბაიჯანული და ბელარუსული ვერტმფრენები და   საჭიროების შემთხვევაში ცეცხლის ქრობაში ჩაერევიან.
სამწუხაროდ, დღეს დილით ქართული ვერტმფრენი წყალსატევიდან წყლის ამოღების დროს ჩამოვარდა, ეკიპაჟი მცირე დაზიანებებით თბილისშია გადაყვანილი.  თავად ვერტმფრენი უკვე ამოყვანილია წყლიდან ამწეების მეშვეობით, თუმცა მწყობრიდან არის გამოსული. 
მიმდინარეობს ვერტმფრენის ჩამოვარდნის იზეზების დადგენა. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
 

სიახლეები

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ურსულა ფონ დერ ლაიენი

"წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით - დედაქალაქს 400-ზე...

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს...

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...