მთავარისიახლეებისაზოგადოებაბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა. ეკიპაჟი გადარჩა

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა. ეკიპაჟი გადარჩა

Published on

დღეს დილით  ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა. ვერტმფრენი წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.
 
არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამი წევრთან ერთად  ვერტმფრენში  სამაშველო ღონისძიებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.  მათ შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღეს დაისინი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაჰყავთ.ექიმები აცხადებენ, რომ  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. პარალელურად, ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაქტორებს და შესაბამის ტექნიკას გზა გაჰყავთ, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მიეცეს

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....