მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჩხიკვაძე დაკავების დროს  გაიძახოდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა...''

ჩხიკვაძე დაკავების დროს  გაიძახოდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა…”

Published on

,,ცხინვალში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღძრულა და  მის  პასუხებზეა დამოკიდებული,  რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული” –    განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა IPRM ფორმატში ეგორ კოჩიევმა „ეხო კავკაზასთან”  საუბარში.

კოჩიევი ამტკიცებს, რომ “ჩხიკვაძეზე არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი სავარაუდოდ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, სიცრუეა”.

 მისივე თქმით თქმით, სიცრუეა, ისიც რომ ჩხიკვაძეს უბრალოდ გზა აერია,

” მან ღობეზე ასვლისას დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. ანუ  ასი პროცენტით იცოდა, რომ დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი. 

მესაზღვრემ შენიშნა, რომ ჩხიკვაძეს დაკავებისას  არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ არც ისე ადეკვატურად  იქცეოდა.  გაიძახოდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა.შესაძლოა, ის რაიმე ძლიერი, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

“თავად ჩხიკვაძემ თქვა, რომ ის არის ყოფილი სამხედრო. სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა ის ყოფილი სამხედრო. თუ მას არ ჩაუდენია დანაშაული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მას ამის საფუძველზე დევნის საფრთხე არ ემუქრება 

ახლა ის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურშია, სანამ არ გაირკვევა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მიზანი –  აცხადებს  კოჩიევი

​მისი თქმით, ჩხიკვაძის პასუხებიდან გამომდინარე, მიიღება გადაწყვეტილება “ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის , ან მისი რესპუბლიკიდან გაძევების შესახებ“.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...