მთავარისიახლეებისაზოგადოებაბორჯომის ხეობაში დილიდან მიმდინარეობს მცირე კერების დამუშავება

ბორჯომის ხეობაში დილიდან მიმდინარეობს მცირე კერების დამუშავება

Published on

,,მე ვერ გავუსწრებ   მოვლენებს,  ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებისა და გარემოებების დეტალური გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება მის შედეგებს უნდა დაელოდოს – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. 
რაც შეეხება ზარალს და ხანძრის შედეგად განადგურებულ ფართობს, შს მინისტრის თქმით, დამწვარი ტერიტორიის აღრიცხვა ამჟამად მიმდინარეობს და ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, რომელიც ,,ბოლომდე იდგა ამპროცესში და  განსაზღვრა  ხელისუფლების კოორდინაციის საკმაოდ მაღალი ხარისხი.''
 დღესაც იგივე რაოდენობა ვრჩებით ადგილზე, რაც აქამდე ვიყავით. აქ იმყოფება ასევე თავდაცვის სამინისტრო და სამხედროები. ჩვენ ვაგრძელეთ ტერიტორიების მონიტორინგს. მოგვიწევს რამდენიმე დღე კიდევ დარჩენა, რათა ახალი კერები არ გაჩნდეს .
აქ რჩება  ავიაციაც, თუმცა  იმ დოზით აღარ გამოვიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ, რადგან დღეს ძირითადად ხმელეთზეა სამუშაო ცოცხალი ძალის მეშვეობით''. – განაცხადა მღებრიშვილმა.
 
მინისტრმა ბორჯომის ხეობაში გასული ღამე შეაჯამა და აღნიშნა, რომ დილიდან მიმდინარეობს მცირე კერების დამუშავება.
 

 

სიახლეები

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...