მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვინ ვის უნდა შეურიგდეს? სამოქალაქო თანხმობა არ ნიშნავს, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა ...

,,ვინ ვის უნდა შეურიგდეს? სამოქალაქო თანხმობა არ ნიშნავს, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა ვისეირნოთ რუსთაველზე” – ნიკა მელია

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, როგორ ესმის მას სამოქალაქო თანხმობა და შეესაბამება თუ არა მისი ხედვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირობასთან, რომ  წამოიწყებს ,,ინკლუზიურ პროცესს ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის “უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად” და წინ წასასვლელად.

,,უკანასკნელ დღეეში ბევრი ადამიანი საუბრობს, ვინ ვის უნდა შეურიგდეს. შერიგებაზე არ არის აქ, როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო თანხმობაზე, სამოქალაქო თანხმობა იმას არ ნიშნავს, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებზე უნდა ვისეირნოთ.

თანამძრომლობა ხმამაღლა ნათქვამია, უბრალოდ, ამ ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობისთვის საუბარს წინ არაფერი უდგას. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე იმართებოდეს სახელმწიფო.  მით უმეტეს, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი არსებობს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა იქნას ხელშეწყობილი, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, მაგრამ ამას არ ჰქვია თანამშრომლობა. ამას ჰქვია კონსტიტუცია.” – ამბობს  ნიკა მელია.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....