მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკოში უარყოფენ, რომ ალეკო ელისაშვილს რეგისტრაციის ბლანკს დროულად არ ძლევდნენ

ცესკოში უარყოფენ, რომ ალეკო ელისაშვილს რეგისტრაციის ბლანკს დროულად არ ძლევდნენ

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისია დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუხობს იმის თაობაზე, რომ ცესკოში რეგისტრაციის ბლანკს დროულად არ ძლევდნენ. 
 
 ალეკო ელისაშვილს აბსოლუტურად, ყველა დოკუმენტაცია, რაც იყო გადასაცემი, კანონის სრული შესაბამისობით მიეწოდა. დოკუმენტები დაგვიანებით მიწოდებული არანაირად არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ პროცესს და ასეთ საკითხებზე დასკვნები თავად გამოიტანონ’’, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
 
თბილისის მერობის დამუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკოში რეგისტრაციის ბლანკებს თვენახევრის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა არ აძლევდნენ.
 
,,’’რეგისტრაციას „გვიხარვეზებდნენ“.მხოლო  გუშინ მოგვცეს  სამი ფარატინა ბლანკი. ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს. გათვლა ჰქონდა, რომ ამოვეგდე რეგისტრაციიდან, –  განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც სულ რამდენიმე დღე რჩება ამომრჩეველთა ხელმოწერის შეგროვებისათვის.  თბილისის მერად რეგისტრაციისთვის მან ცესკოს 1-ელ სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს ამომრჩევლის 10 000 ხელმოწერა 
 
 
 
 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...