მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ წაშალეს ხობელმა მოსწავლეებმა თავიანთი ვიდეო და ჰქონდა თუ არა მათზე ადგილი...

რატომ წაშალეს ხობელმა მოსწავლეებმა თავიანთი ვიდეო და ჰქონდა თუ არა მათზე ადგილი ზეწოლას?

Published on

,,ტაბულა''    იკვლევს,  რატომ გაქრა სოციალური ქსელიდან ხობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეოკლიპი  თანასწორობის და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.
,,ხობის #2 სკოლის უფროსკლასელებმა ვიდეოკლიპი გდაიღეს. ვვიდეოში მეათეკლასელი მოსწავლეები თავისუფლებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "ჩემი თავისუფლებაა, ვიყო მე, თამამად ვაკეთო ის, რაც მინდა, მეცვას ის, რაც მომწონს, მიყვარდეს ის, ვინც მიყვარს, არ მრცხვენოდეს იმის, რომ მიყვარს". მოსწავლეები ასევე აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სახის სიყვარული სიყვარულია.
"ჩემი უფლებაა, ვიყო შავკანიანი და არ მერჩოდნენ ამის გამო, არ მარიდებდნენ თავს ამის გამო, მწამდეს ალაჰი და არ მერჩოდნენ ამის გამო, მწამდეს იესოსი და არ მერჩოდნენ ამის გამო, მწამდეს იმის, რისიც მწამს" – ამბობენ ხობის N2 სკოლის უფროსკლასელები.
 
ტოლერანტობის შესახებ ვიდეო facebook-ში ფაშისტურმა გვერდმა გაიზიარა და მოსწავლეები "პედოფილიაში" დაადანაშაულა.
მასალა გაზეთმა ,,ასავალ-დასავალმაც''  მოამზადა, კლიპში მონაწილე ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა და განათლების მინისტრისგან სკოლის დირექტორის ნანა ქვარაიას გადაყენება მოითხოვა.
 
ამ დროისთვის, კლიპი აღარ იძებნება.  გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა ვიდეო ბულინგის და უარყოფითი გამოხმაურებების გამო წაშალეს. 
,,ტაბულა'' ცდილობს, დაუკავშირდეს სკოლის დირექტორს და კლიპის მონაწილეებს კითხვით – რატომ წაშალეს ვიდეო და ჰქონდა თუ არა მათზე ადგილი ზეწოლას.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...