მთავარისიახლეებისაზოგადოებადაპირსიპრება და ხმაური რკინიგზასთან- პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

დაპირსიპრება და ხმაური რკინიგზასთან- პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

Published on

სიტუაცია რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა და შიმშილობის აქციის იქ გაგრძელება სცადა.მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. სამართალდამცავებმა თავდაპირველად სამი ადამიანი დააკავეს. თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რკინიგზელებმა ფოიეში გადანაცვლება გადაწყვიტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.„ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ უარი უთხრა პროფკავშირებს, რომ აქ გაშალონ კარვები. პროფკავშირელებმა გადაწყვიტეს ფოიეში გადანაცვლება და იქ დახურულ სივრცეში შიმშილობის გაგრძელება. პოლიციამ არ მისცა შესაძლებლობა რკინიგზელებს, რომ შესულიყვნენ რკინიგზის დეპარტამენტში და ამას მოჰყვა მოშიმშილეების დარბევის პროცედურა,“ – აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების წარმომადგენელი, ლაშა ბლიაძე, აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანია დაკავებული.„დაკავებულია პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი. დაკავებულია რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი, ისინი შეიყვანეს შენობაში იმიტომ, რომ მომიტინგეებმა არ მისცეს საშუალება, რომ მანქანით წაეყვანათ,“ – განაცხადა ლაშა ბლიაძემ.გაფიცული რკინიგზელების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს, ზოგიერთმა მათგანმა ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტა. 

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...