მთავარისიახლეებისაზოგადოებაამერიკის ხმის ქართული რედაქციის ჟურნალისტი ნანა საჯაია "ამერიკის ხმამ" ოქროს...

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ჟურნალისტი ნანა საჯაია “ამერიკის ხმამ” ოქროს მედლით დააჯილდოვა

Published on

Voice of America – VOA – ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომლითაც რედაქციას ჟურნალისტის დაჯილდოება შეუძლია.სწორედ ამ ჯილდოთი დააჯილდოვა "ამერიკის ხმის" ქართველი ჟურნალისტი ნან საჯაია რედაქციამ.ოქროს მედლის ნომინანტებს თანმშრომლები ასახელებენ , შემდეგ კი ხმის მიცემა ხდება. არჩეული კანდიდატების ვინაობა საბოლოოდ ოქროს მედლის შესარჩევ ჯგუფს ეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ. ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი ნოემბერში გაიმართება.ნანა საჯაია წარმოშობით ზუგდიდელი, ის ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის, ასევე მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრია. სხვადასხვა დროს იყო ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ს რედაქტორი, ჟურნალ ლიბერალის ვებ რედაქტორი და რადიო „ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი. თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან როგორიცაა BBC, France24 და TOL (TransitionsOnline).2010-2014 წლებში იყო მედია მენეჯმენტისა და მედიის კვლევის მიწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის მედია სკოლასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2013-2014 წლებში იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედია ანალიტიკოსი.„ამერიკის ხმა“ აშშ–ის მთავრობის ოფიციალური საგარეო, სამაუწყებლო ქსელია. VOA ინფორმაციას გადასცემს 46 ენაზე, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით მთელი პლანეტის მასშტაბით (აშშ–ს ტერიტორიის გარდა). მისი სიხშირეების ტრანსლირება ხდება თანამგზავრების საშუალებით, ასევე – FM, AM და მოკლეტალღური რადიო დიაპაზონებით.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...