მთავარისიახლეებირეგიონებიმეორე შეტევა აზიურ ფაროსანაზე - ამ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები კიდევ...

მეორე შეტევა აზიურ ფაროსანაზე – ამ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები კიდევ 30 ათას ჰექტარზე ჩატარდება

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
 
ამ ეტაპზე სულ 30 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი” – აცხადებენ უწყებაში.- სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა სრულად არის მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი. დღეისათვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა 6240 ჰა საკარმიდამო ნაკვეთები სამტრედიაში, აბაშაში, ხობში, მარტვილში, სენაკში, ზუგდიდსა და ლანჩხუთში. აბაშის მუნიციპალიტეტში სატრაქტორო აგრეგატებით დამუშავებულია 800 ჰექტარი ფართობი, სამანქანე აგრეგატებით – 1265 ჰა. დღეიდან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაერთვება მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია.
 
ამჟამად მიმდინარე სამუშაოების შედეგად, დასავლეთ საქართველოში წამლობა უკვე 8305 ჰექტარზეა ჩატარებული, პირველ ეტაპზე კი სულ  53 000 ჰა თხილის ფართობი დამუშავდა 
 
ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. 

სიახლეები

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...