მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძრის კერასთან ნაპოვნ ბოთლის ნამსხვრევებს ბენზინის სუნი ჰქონდა

ხანძრის კერასთან ნაპოვნ ბოთლის ნამსხვრევებს ბენზინის სუნი ჰქონდა

Published on

 
ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ განუცხადა, რომელიც რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში მოხალისედ მუშაობს. 
 
მისი თქმით, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან. 
 
"სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა," – განაცხადა დავით ქაცარავამ.
 
შეგახსენებთ,  ამ დღეებში ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა , მათ შორის აცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა  ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი იპოვეს. ამ უკანსაკნელის ინფორმაციით,  ტყეში სხვა ადგილას, .ქალმა კიდევ ორი  ბენზინიანი ბიდონი იპოვა .
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია   დაუდასტურეს. უეწყებაში აღნიშნავენ, რომ  მიმდინარეობს გამოძიება. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...