მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა — სტოლტენბერგი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე

ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა — სტოლტენბერგი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე

Published on

ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა … მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმებების ნაწილი იყოს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი” – ასე უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო უწყების მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას,  რომლის თანახმად რუსეთი “აუცილებლად მიიჩნევს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების — რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, გაუქმებას”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ “რუსეთის უსაფრთხოების დაცვის” მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნების არის გაკრიტიკებული.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის პოზიცია უცვლელი რჩება და NATO-ს ურთიერთობას უკრაინასთან გადაწყვეტს NATO-ს 30 მოკავშირე და უკრაინა, სხვა არავინ.

,,ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები”, — განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში 10 დეკემბერს გვიან ღამით.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....