მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა ხანძრებთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესის დაწყებას მოითხოვს

ნაციონალური მოძრაობა ხანძრებთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესის დაწყებას მოითხოვს

Published on

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს , რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და პარტია  პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესის დაწყებას მოითხოვს. 
 
როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 
 
,,კრიზისის დაძლევის შემდეგ უნდა დაიწყოს პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესი, რომელიც შეისწავლის ერთი მხრივ, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება ხანძარზე და ამავე დროს შეისწავლის ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო შესაძლებლობები. ხელისუფლება ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. დღევანდელ უმრავლესობას ვურჩევდი, თავად იაქტიუროს ამ მიმართულებით, რადგან თუკი ეს შეკითხვები დარჩა პასუხგაუცემელი, ძალიან ცუდად დაუბრუნდება თავად ხელისუფლებას. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საპარლამენტო რეაგირების რა ფორმა იქნება სწორი. მიმაჩნია, რომ შესაძლოა იყოს ერთობლივი სხდომა, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე გარემოს დაცვის კომიტეტის, სადაც გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს. ასევე შესაძლოა, ჩვენ განვიხილოთ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ამ კატასტროფის შედეგები არის საკმაოდ დიდი“ , – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....