მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძრის ზონაში ჰაერის ხარისხი შემოწმდა - სპეციალისტების განცხადებით, ყველა კომპონენტი...

ხანძრის ზონაში ჰაერის ხარისხი შემოწმდა – სპეციალისტების განცხადებით, ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია

Published on

მიუხედვად იმისა, რომ სოფელ დაბასთან ბოლო წუთების ინფორმაციით ცეცხლის ახალი კერები ჩნდება, ხანზრის საბოლოოცაქრობას უკეთესი პირი უჩანს, თუმცა მოსახლეობა შეშფოთებით ადევნებს თვალს როგორც ცეხლის, ისე დაკვამლიანების სიძლიერეს.
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის  ზონაში ჰაერის ხარისხი შემოწმდა და მისი ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია, – აცხადებენ   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში. –  სააგენტოს სპეციალისტები ხანძრის გავრცელების ზონის  მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.
 
„კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
 
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ჰაერის ხარისხის შემოწმება სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც მიმდინარეობს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...