მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში რუსეთი...

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში რუსეთი სათანადო პასუხს მიიღებს

Published on

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიდეო კონფერენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა დახურული ვიდეოზარის ფორმატში ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს.

“ჯო ბაიდენმა გამოთქვა, შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხდებაში.

თეთრი სახლს ინფორმაციით, ბაიდენმა ასევე „გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიისკენ“.

გარდა ამისა თეთრი სახლის ცნობით,ბაიდენმა და პუტინმა ასევე განიხილეს სტრატეგიული სტაბილურობა და ასევე ისაუბრეს ირანის თაობაზე.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...