მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს

საქართველოს დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს

Published on

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობის დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს. როგორც ისრაელის საელჩოში აცხადებენ, შესაბამისი მზადყოფნა ისრაელის ელჩმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებთან საუბრისას უკვე გამოხატა.
 
„ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ისრაელის ელჩი შაბთაი ცური საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში, ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მზადყოფნა გამოხატა.
 
ისრაელი,როგორც მეგობრული სახელმწიფო ვერ იქნება გულგრილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის ამ რთულ მომენტში.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის და განაცხადა,რომ ამ ეტაპზე საკმარისად არის ტექნიკა და ხანძარს უმკლავდებიან.
 
ისრაელის საელჩო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგანგებო შტაბი მზად არიან კოორდინირებულად იმოქმედონ და საჭიროების შემთხვევაში დასახონ სამოქმედო გეგმა“, – აცხადებენ ისრაელის საელჩოში.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...