მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

Published on

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

“კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები – ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა, მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი – გაასაჯაროვეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), ,,ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის), ,,გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) და ასევე, ,,დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტების დარღვევით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დააკისრა. ამასთან, უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების წაშლა დაევალათ. 

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...