მთავარისიახლეებისამართალიბორჯომის ტყეში ბენზინის 3 ბიდონი იპოვეს

ბორჯომის ტყეში ბენზინის 3 ბიდონი იპოვეს

Published on

“დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ”, – ამის შესახებ  სცენარისრი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  მისი ინფორმაციით, ასევე ტყეში სხვა ადგილას, ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი იპოვა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
 
„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
 
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი. რა ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.
 
   ფოტო: აკა სინჯიკაშვილი Facebook
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ წუთებში პოლიცია ადგილზე იმყოფება და ნაპოვნ ბიდონებს ექსპერტიზაზე გადაიტანენ. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.
 
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს არ არის გამორიცხული დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს.  მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად გაჩნდა.  ამის შესახებ განცხადება მღებრიშვილმა დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა.
 
„მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,“-განაცხადა მღებრიშვილმა.
 
ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირზე დღეისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

სიახლეები

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...