მთავარისიახლეებიმსოფლიოკუნძულ იავაზე ვულკან სემერუდან კვამლისა და ფერფლის ამოიფრქვა

კუნძულ იავაზე ვულკან სემერუდან კვამლისა და ფერფლის ამოიფრქვა

Published on

4 დეკემბერს ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუდან კვამლისა და ფერფლის ამოიფრქვა.

ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას, რათა თავი დააღწიოს ფერფლის გიგანტურ ღრუბელს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად15 ათას მეტრამდე ავიდა ცაში. 

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან,  ლუმაჯანგის რაიონში 11 სოფელი ვულკანურმა ფერფლმა დაფარა. შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ხალხი დამწვრობის გამოა დაშავებული.

 სემერუს კრატერის გარშემო ხუთკილომეტრიანი ზონის გარეთ ხელისუფლებამ საევაკუაციო კარვები დადგა.  ევაკუირებულია 902 ადამიანი.

მოსახლეობის ევაკუაციას კვამლი, წვიმა და ელექტროენერგიის გათიშვა ართულებს. წვიმის გამო ლავა და ამოფრქვევის შედეგად გაჩენილი ნამსხვრევები ტალახის სქელ მასად იქცა, რაც ასევე ხელს უშლის სწრაფ ევაკუაციას.

 ბოლო საათებში ფერფლი ვულკანის მწვერვალს მოშორდა და ინდოეთის ოკეანის თავზე სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით დაიწყო გადაადგილება.

ავიახაზები გაფრთხილებულები არიან, რომ ფერფლის ღრუბელი 15 000 მეტრის სიმაღლეზე ავა, რაც თვითმფრინავების უმეტესობის ფრენის სიმაღლეს აჭარბებს. ვულკანურ ფერფლს შეუძლია თვითმფრინავების ძრავის მუშაობა შეაფერხოს და კაბინაში ჰაერის ხარისხზე იქონიოს გავლენა .ამის გამო ამ მიდამოში რეისების უმეტესობას კურსის შეცვლა მოუწევს. 

სემერუ ერთ-ერთია ერთ-ერთია ნდონეზიაში მოქმედი 130 აქტიური ვულკანიდან, იგისზღვის დონიდან 3 676 მეტრის სიმაღლეზე ცეცხლოვან სარტყელში მდებარეობს .

ჩვეულებრივ ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბელი 4 300 მეტრის სიმაღლეს აღწევს.  ამოფრქვევა უკანასკნელად იანვარში მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...