მთავარისიახლეებიუკრაინა,,ესენი არიან სააკაშვილის შემკავებელნი? იგი ჩამოვა ისე, როგორც დაგიბარებიათ'' - უკრაინელები ლიაშკოს...

,,ესენი არიან სააკაშვილის შემკავებელნი? იგი ჩამოვა ისე, როგორც დაგიბარებიათ” – უკრაინელები ლიაშკოს განცხადებას ეხმაურებიან

Published on

უკრაინის სოციალურ ქსელებში აქტიურად  ეხმაურებიან ,,რადიკალური პარტიის'' ლიდერის ოლეგ ლიაშკოს მიმართვას მესაზღვრეებისადმი, ყიველგვარი ყოყმანის გარეშე გაუხსნან ცეცხლი მიხეილ სააკაშვილს და მის თანმხლებ და დამხვდომ ხალხს, როგორც კი იგი საზღვარს მოადგება.
 
გამოხმაურებებში სჭარბობს ირონია და ნამდვილი ხალხური იუმორი, რომლითაც ისინი განიხილავენ ლიაშკოს ,,მამლაყინწობასა'' და პოროშენკოს  უღირს ქმედებებს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ (თავს ვიკავებთ პირდაპირ გავიმეოროთ ის, რასაც ეძახიან   უკრაინელები ამ ქმედებებს – ოდიში ნიუსი)    
 
რამდენიმე ტიპური ამონარიდი ურიცხვი გამოხმაურებებიდან: 
 
,,ახლა გასაგებია, რა მიზნით ხდება უკრაინის არმიის ,,რეფორმირება''. რა თქმა უნდა, არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ იმ დროის გაჭიანურებისათვის, რომელიც   რუსული სამყაროს მცოცავი აგრესიის დასრულებისთვის სჭირდება’’.
 
,,ძალიან მიკვირს როგორ ითმენთ ამას, პატივცემულო პროკურორო, გსიამოვნებთ ერთ ადგილში გაჩხერილი ეს ავტომატის ლულა?  სააკაშვილს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, არ უქურდია, გეშინიათ, არა, რომ იგი იოლად დაამტკიცებს თავის სიმართლეს სასამართლოში?’’
 
,,სააკაშვილს საზღვარს ვერ ჩაუკეტავენ. რომც ჩაუკეტონ და ვერ შემოვიდეს, მას არაფერი დააკლდება, აი პოროშენკოს კი…’’ 
 
,,არ ვიცი, შეძლებს თუ არა საზღვრის გადმოლახვას მიშა სააკაშვილი, აი, ლიაშკო  კი უკვე ყველა საზღვარს გასცდა და არა ერთხელ და ორჯერ. მე ის მიკვირს, როგორ  გახდა ეს კაცი პოლიტიკური  პარტიის ლიდერი, ვიღაცა ხომ ირჩევს?… ‘’ 
 
,,მე პოროშენკოს ადგილზე სააკაშვილს კი არა, ლიაშკოს ჩამოვართმევდი მოქალაეობას. იგი ბუნებით მოღალატეა და როგორც კი დასჭირდება, პოროშენკოსაც გაყიდის ისევე,  როგორც ღალატობს და ყიდის უკრაინას ოლიგარქების ფულისთვის.’’
 
 ,,სააკაშვილი ფეხებზე მკიდია, მაგრამ აშკარაა, რომ პოროშენკო ღორულად იქცევა, როცა თავისი ნებასურვილით ანიჭებს და ართმევს მას უკრაინის მოქალაქეობას, აი ეს ,,მივეცი-წავართვი’’ მაგიჟებს, პირველ რიგში.’’
 
,,ლიაშკო უკრაინის ტაკიმასხარად გადაიქცა ისევე, როგორც  ჟირინოვსკი რუსეთში.  ყველაფერი, რასაც იგი ამბობს, ვალცმანისთვის არის ხელსაყრელი, იგი ვალცმანის ხელის ბიჭია, მისგან იღებს ხელფასს’’
 
,,ლიაშკო რა შუაშია?  ეს ვალცმანს ეშინია, რომ თბილისელი მიშიკო საარჩევნო აგიტაციას გაუფუჭებს.’’
 
,,ეს ლიაშკო სულ რაღაცას თუ ვიღაცას მაგონდებდა… და აი, როცა დახვრეტა მოითხოვა, მივხვდი! ლიაშკო ოსტაპ ბენდერის რეინკარნაციაა.’’
 
,,ესენი არიან სააკაშვილის შემკავებელნი? იგი ჩამოვა ისე, როგორც დაგიბარებიათ. რას მიიღებენ ბოლოს? სურათს: ,, მიშა სააკაშვილი პოლონურნომრებიანი  ჯავშნოსანი მანქანით უკრაინაში შემოდის ‘’ 
 
,,ლიაშკო უბრალოდ მამლაყინწობს. უნდა მიუშვა ერთი მიშა სააკაშვილზე. ვერაფერს გახდება. მიშა  ღიპით მიასრესს ამ წრუწუნას.’’
 
 

სიახლეები

ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ მივიდა – პროცესი გადაიდო

 სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...

წითელ ხიდთან 500-ევროიანი ყალბი კუპიურები გაასაღეს – პოლიციამ 2 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის...

ქართველ მებრძოლს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება – საზოგადოება მისი დახსნის გზებს ეძებს

ერევანში დაკავებულ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს, 28 წლის გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება, თუ...

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...