მთავარიUncategorized,,დღევანდელ პროცესზე ჩვენ დავინახეთ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, წარმოდგენილი...

,,დღევანდელ პროცესზე ჩვენ დავინახეთ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, წარმოდგენილი პროკურორების სახით” – ბექა ბასაილაია

Published on

 

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ დავინახეთ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე წარმოდგენილი პროკურორების სახით. […]

დღევანდელი პროცესის მერე ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, პროკურატურა ამ საქმეში წარმოადგენს ქართულ ოცნებას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და ამავე დროს, მიხეილ საკაშვილის სიტყვამ წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება – ყველა ხარჯი, რასაც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ამ საქმეში ედავებიან, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის იყო დახარჯული.” – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ითხოვენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩუბინიძეს, რომელიც სდსს-ის უფროსის თანამდებობას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წელს  იკავებდა, არანაკლები თანხები აქვს დახარჯული იგივე მიზნებით, რაზეც მესამე პრეზიდენტს გამოძიება ედავება.

“ანზორ ჩუბინიძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წელს იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რომელმაც დახარჯა არანაკლები თანხა, ლამის რამდენიმე მილიონი, იგივე მიზნებით და ფუნქციებით, რაზეც ასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს, რაზეც ასამართლებენ თემურ ჯანაშიას, მაგრამ ანზორ ჩუბინიძის მიმართ მთელი ამდენი წლის მანძილზე, პროკურატურას კითხვები არ ჰქონია”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...