სოფელ დაბაში, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი გაძლიერდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდეს. ცეცხლი ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და არის საშიშროება, რომ წიწვოვანი ხეები დაიწვას. ის ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას.ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებისთვის ერთი ვერტმფრენი მუშაობს. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდა და უახლოეს პერიოდში ვერტმფრენები საქართველოს საზღვარს გადმოკვეთენ. შვეულმფრენები ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთვებიან. ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს, სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაძლიერდა
სიახლეები
სიახლეები
ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...
სიახლეები
სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია.
დაცვის მხარის...
სიახლეები
საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...
საზოგადოება
დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...