მთავარიUncategorized ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობის მონაწილეთა შეწყალებას ითხოვს

 ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობის მონაწილეთა შეწყალებას ითხოვს

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობის მონაწილეთა შეწყალებას ითხოვს და აღნიNავს, რომ მათზე დიდი ბრალი ამ საქმეში ხელისუფლებას მიუძღვის, თუმცა დასძენს იმასაც რომ მისი ოჯახის უბედურების გამოყენებას პოლტიკური მიზნებით  სხვა მხარეებიც ცდილობდნენ.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში ,,რეაქცია”  იგი აცხადებს, რომ მის მიმართ პროტესტის საჯაროდ გამოთქმის დროსაც და  მერეც  მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და ცილისწამება – ვიღაცეები მომიგზავნეს და მემუქრებოდნენ.   

ამბობს, აგრეთვე, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო. 

ის არ გამორიცხავს, რომ მუქარები მის მიერ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტებითაც იყო გამოწვეული.

ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გადაცემაშიწარმოადგინა სქრინები, რომელიც სარალიძეს პირად შეტყობინებებში მისდიოდა. ლონდარიძის თქმით, ზაზა სარალიძეს შეტყობინებები გაუგზავნეს: ალექსანდრე თამაზაშვილმა, დიმიტრი ხუმარაშვილმა და Facebook-ს კიდევ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც სახელი და გვარი გარკვევით არ ეწერა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული მასალა მათ პროკურატურას გადასცეს

ზაზა სარალიძე ღარიბაშვილი პანდემიის ცუდად მართვის გამოც გააკრიტიკა. მისი თქმით, კორონავირუსის გამო ბევრი ნათესავი დაკარგა, რის გამოც ღარიბაშვილი მის შეურაცხყოფას ყოველთვის დაიმსახურებს.

” რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, რადგან ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და ვიღაც მსტოვრები იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები”, — თქვა სარალიძემ.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...