მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: "მოსახლეობის 31%-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს"

NDI: “მოსახლეობის 31%-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს”

Published on

NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას", როგორც აპრილში ჩატარებულ კვლევაში, ისე ახლაც, მოსახლეობის 31%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს. შეკითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 46%-მა ამჯერად აღნიშნა, რომ არ უჭერს (აპრილში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა), 22%-მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი", 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, გამოკითხულებს შეკითხვის დასმისას განემარტათ, რომ ევრაზიული კავშირი რუსეთის ფედერაციის მიერაა დაარსებული. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ევრაზიული კავშირის შესახებ ინფორმაცია აქვს. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ უჭერთ მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 31%-დან ვინც მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას 71%-ი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, 40% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, 35% ფიქრობს, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველოს უსაფრთხოებასა მოუტანს, 27%-ის აზრით, ეს შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, 26% კი ფიქრობს, რომ აღნიშნულის შედეგად გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობები და მხოლოდ 7 % ასახელებს პოლიტიკურ დატვირთვას და ფიქრობს, რომ ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას. ასევე 2% მოდის კატეგორიებზე – "სხვა" და 3% კატეგორიაზე "არ ვიცი".

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...