მთავარისიახლეებისაზოგადოებაისლანდიაში დაღუპული ნიკა ბეგაძის ცხედარს რუსთავში ერთ კვირაში გადმოასვენებენ

ისლანდიაში დაღუპული ნიკა ბეგაძის ცხედარს რუსთავში ერთ კვირაში გადმოასვენებენ

Published on

 ექსპერტიზამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ისლანდიაში,  გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი ნიკა ბეგაძეა.  – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ადასტურებს.  , 
 
ისლანდიის პოლიციამ მდინარე ვიტაში მამაკაცის გვამს 6 აგვისტოს მიაკვლია. თითის ანაბეჭდებისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით იმავე დღეს დადგინდა, რომ ეს ნიკა ბეგაძე იყო. მიმდინარე კვირას კი ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და ცხედარი საბოლოოდ ინდენტიფიცირებული იქნა.
 
ცხედარს ისლანდიიდან რუსთავში ერთ კვირაში გადმოასვენებენ. 
 
ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახი იქნა მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი. 22 წლის  ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...