მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიაში გარდაცვლილი გოგონას დედა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

ანაკლიაში გარდაცვლილი გოგონას დედა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

Published on

4 აგვისტოს ანაკლიაში დაღუპული 21 წლის ნათია თავართქილაძის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ფესტივალის ორგანიზატორს, გიორგი სიგუას მიმართავს.
ნათია თავარქილაძე "ჯემ ფესტს" ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.
 
 
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა…გვენატრები…
ჩემო ტკბილო შვილო, ჩემო თბილო შვილო, ჩემო ჭკვიანო შვილო, ჩემო ნათელო შვილო, ჩემო სულით-ხორცამე სპეტაკო შვილო, ჩემო ლამაზო შვილო….
 
მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას…სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს…არც მისი ფინანსური მაქინაციებია ჩემთვის საინტერესო. ის ნამდვილად ვიცი, როცა რაიმეს აფუძნებ და მთავარ კაცად მოგაქვს თავი, მაშინ პასუხისმგებელიც ხარ ყველაფერზე, პასუხისმგებელი ხარ იმ ტერიტორიის ყოველ გოჯზე, პასუხისმგებელი ხარ იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედზე. 21 წლის სასწაული გოგო მომიკალი და ბაცაცასავით გაიქეცი ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და ქედი მოგეხარა მის საფლავთან. შენ მარტო ნათია არ მოგიკლავს, შენ მისი დაც მოკალი, შენ მისი დედა დაასამარე სამუდამოდ. ასე რომ, პასუხი აგე სამ მიცვალებულზე. რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი, ამით ჩემს შვილებს არაფერი მოემატებათ. მიპასუხე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ ვისუნთქო…
 
პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი ,,ფესტივალის' ბილეთი ჩემმა შვილმა და მთელი წელი ეფოფინებოდა. მუსიკა უყვარდა, უყვარდა სიმღერა, უყვარდა ზღვა და უშიშრად ცურავდა ზღვის კიდემდე. მეშინოდა ზღვაში არ დამეხრჩოსმეთქი, პირველად გავუშვი მარტო, დამოუკიდებლად და აღარც დამიბრუნდა. 
 
მენატრები დე !!! მაპატიე, ვიცი ბრაზობ დედაშენი ასეთ დღეში რომ არის მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ყოფა, თუ ამას ყოფა ქვია. გამოუსადეგარი მცენარესავით ვარ, დავბორიალებ ოთახიდან ოთახში და ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემი ადგილი შენთან არის დე, შენთან…
 
იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ანგელოზად მოევლინე დანარჩენ სიკვდილისთვის განწირულ ახალგაზრდებს და გადაარჩინე მათი ოჯახები.
 
მიყვარხარ დედი, გვიყვარხარ დედიკო…ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და შენი სული ნათელში მიმყოფოს" – წერს სოციალურ ქსელში ანაკლიაში, 4 აგვისტოს დაღუპული ნათია თავარქილაძის დედა, თიკო კობახიძე.
 
 

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...