მთავარისიახლეებიეკონომიკაკიდევ? - ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს

კიდევ? – ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს

Published on

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა „იმედს“ განუცხადა, საკითხს საბოლოოდ სემეკი გადაწყვეტს, თუმცა ტარიფის ცვლილება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე – მათ შორის, ლარის კურსზე და განხორციელებულ ინვესტიციებზე.
 
„მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს და დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია რომ შემცირდეს, შესაძლებელია გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული – მათ შორის, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც არის დასათვლელი და შესაფასებელი“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
 
„თელასმა“ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს გეგმური სატარიფო განაცხადით მიმართა. 
კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 18 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს. 
 
გარდა „თელასისა“, კომისიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით „საქრუსენერგომ“ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით „ვარდნილჰესების კასკადმა“ მიმართეს.
 
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე.

სიახლეები

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...

ელენე ხოშტარია – ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში

ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ...

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...