მთავარისიახლეებიეკონომიკა50 ლარიანი ვაუჩერები სოციალურად დაუცველთათვის - ზაალ უდუმაშვილის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება

50 ლარიანი ვაუჩერები სოციალურად დაუცველთათვის – ზაალ უდუმაშვილის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება

Published on

"თბილისში ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად ელოდება სახელმწიფოს დახმარებას. დღეს არსებობს ძალიან მახინჯი პოლიტიკა სოციალურად დაუცველთა მიმართ – სოციალური აგენტები შეგნებულად უზრდიან ქულებს მოსახლებას და შესაბამისად, მათ აკლდებათ ან უუქმდებათ სახელმწიფოს დახმარება. ეს არ არის აგენტების ბრალი, ეს არის იმ მეთოდოლოგიის ბრალი, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა", – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ  უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
მან გაახმოვანა  პარტიის ახალი ინიციატივა,  რომლის მიხედვითაც, თბილისში მცხოვრები 170 ათას სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელთა ქულაც 200 000-ზე ნაკლებია, 50 ლარიანი ვაუჩერი დაურიგდებათ.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი უდუმაშვილი თბილისის მერი გახდება. 
 
 ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას არსებულ პრობლემებზე  ისაუბრა და  გააცნო დაპირებები, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებს, მათ შორის უფასო სასადილოებისთვის დაფინანსების და სოციალურ დახმარებების გაზრდა.
 
ბრიფინგი მიეძღვნა თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის   სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....