მთავარისიახლეებისაზოგადოებადაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს ზუგდიდში (VIDEO)

დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს ზუგდიდში (VIDEO)

Published on

ზუგდიდში, ქორეოგრაფიული საზოგადოების წევრებმა 10 მაისს, ქობულეთში, სასტუმრო არმაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 3 მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას პატივი მიაგეს. ქორეოგრაფიული საზოგადოების წევრებმა დაღუპული ბავშვების სახელები სანთლებით გამოსახეს, პანტომიმის თეატრის მსახიობმა კი სპეციალური ნომერი მიუძღვნა დაღუპული ბავშვების ხსოვნას. ქორეოგრაფ თამაზ მოსიას განცხადებით, არამარტო ანსამბლის, არამედ მთელი საქართველოს დანაკლისია ანასამბლ „სიხარულის“ ახალგაზრდა წევრების დაღუპვა.მოგვიანებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც მამა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ მოზარდების სულის მოსახლენებელი პარაკლისი გადაიხადა.10  მაისს გამთენიისას, ქობულეთში, სასტუმრო არმაზში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის დროს სასტუმროში ანსამბლ სიხარულის ახალგაზრდა მოცეკვავეები იმყოფებოდნენ. საწუხაროდ, შემთხვევას 3 მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვა მოჰყვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...