მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამსახურიდან წასული გუბერნატორები ცხოვრებას გააგრძელებენ'' - აცხადებს ხელისუფლება ოპოზიციის პასუხად, რომელიც, როგორც...

,,სამსახურიდან წასული გუბერნატორები ცხოვრებას გააგრძელებენ” – აცხადებს ხელისუფლება ოპოზიციის პასუხად, რომელიც, როგორც ჩანს , მადლიერი უნდა იყოს ამ შესაძლებლობისათვის

Published on

ოპოზიცია  გუბერნატორების შეცვლას არჩევნებს  უკავშირებს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის, შესაბამისად ხდება იმ პირების მობილიზება, ვინც დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს.
 
“ასე ერთდროულად რეგიონში რამდენიმე გუბერნატორის გამოცვლა რა თქმა უნდა, აღძრავს ეჭვს, რომ ეს არის დაკავშირებული პირდაპირ საარჩევნო პროცესთან. ჩვენი ინფორმაციით, რაჭაში ინიშნება ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში იყო "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,“ – აღნიშნა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.  
 
"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.
 
“ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, განეკუთნება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ნაწილს. ეს გუბერნატორები დანიშვნის დღიდან წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ხალხს, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იყვნენ. ხელისუფლება მიმართავს მისთვის ნაცად მეთოდს, რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები,“ – განაცხადა კიკნაველიძემ.
 
 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეალავიძე კი აცახადებს, რომ გუბრეტრნატორის პოსტზე ადამიანების მონაცვლეობა  „ დინამიკური პროცესია, რომელშიც გასაკვირი არაფერია“. მისი თქმით, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორები – გია სალუქვაძე და პაპუნა მარგველიძე – თანამდებობიდან საკუთარი განცხადებების საფუძველზე წავიდნენ. 
 
„როგორც მოგეხსენებათ, თვითონ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ახალი გუნდი მუშაობს. თანამდებობიდან წასული გუბერნატორებიცხოვრებას აგრძელებენ და ისეთ სამსახურებში გადადიან, რომელიც მათთვის კომფორტულია. რაც შეეხება ახალ გუბერნატორებს, როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ მათაც. კარგ გუბერნატორებს მივიღებთ. რეგიონების ხელმძღვანელები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში და აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან აქტიურად იქნებიან სივრცითი მოწყობის პროცესებში ჩართული“, – განაცხადა ალავიძემ.
 
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...