მთავარისიახლეებისაზოგადოებადადგება თუ არა ზუგდიდიდან კვართის გადაბრძანების საკითხი?- მშენებარე ტაძრის ეზოში უამრავი ადამიანი...

დადგება თუ არა ზუგდიდიდან კვართის გადაბრძანების საკითხი?- მშენებარე ტაძრის ეზოში უამრავი ადამიანი შეიკრიბა [Video]

Published on

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირებმა და მრევლმა შეკრება დღის 4 საათიდან დაიყო, აქვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. შეკრების მთავარი მიზანი, მათი ინფორმაციით ის იყო, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ წმ. სინოდის წევრი, მეუფე ვახტანგი, რომელიც ხელმძღვანელობს სიწმინდეების დაცვის კომისიას, შეხვდა ხობის მუნიციპალიტეტის მრევლსა და სასულიერო პირებს, შეხვედრის შემდეგ კი უნდა ჩამოსულიყვენ ზუგდიდში და აქ გაემართათ შეხვედრა სასულიერო პირებთან, როგორც მრევლი აცხადებს, შეხვედრაზე შესაძლოა დადგეს კვართის გადასვენების საკითხი. „ჩვენ არ დავუშვებთ კვართის გადაბრძანებას სხვაგან, რატომ უნდა იყოს ეს საკითხი ყოველი წლის ზაფხულში აქტუალური?“- აცხადებს მარეხი თოდუა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წინამძღვრის მეუფე გერასიმეს განცხადებით  კი, მან არ იცის, თუ რაზე იქნება საუბარი შეხვედრაზე, თუმცა არ უარყოფს, რომ შესაძლოა  კვართის გადაბრძანების საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ამ დროისთვის მრევლი დაიშალა, საღამოს 10 საათზე კი ისინი ისევ ტაძრის ეზოში შეიკრიბებიან და შეხვედრის  მიმდინარეობას თვალყურს მიადევნებენ.
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...