მთავარისიახლეებისააკაშვილი დაუძლურებულია, შეიძლება კომაშიც ჩავარდეს - ნიკა გვარამია

სააკაშვილი დაუძლურებულია, შეიძლება კომაშიც ჩავარდეს – ნიკა გვარამია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ნიკა გავარამიამ განაცხადა, კალციუმისა და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა წამიერად გამოიწვიოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუძლურებულია და პროგნოზის გაკეთება უჭირს.

ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას და მთავარია კალციუმი და ცილები და შეიძლება მათმა დრამატულმა დაცემამ წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. პირდაპირ გეტყვით, ლატარეას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით”- ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს:

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის მარტივად არ გადაადგილდება, მასთან პალატაში არ გვიშვებენ. უნდა ჩამოვიდეს ხუთ სართულს, შემოვიდეს ოთახში, იქ ხმაგაუმტარი მინაა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და არის ინსპექტორის გამომძიებელი. მესაუბრება ტელეფონით, მე მერე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, ის მეუბნება კითხვას, მერე უნდა დავუსვა კითხვა და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, რადგან ასე ფაქტების დადგენა არის შეუძლებელი. მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული”, – განაცხადა გვარამიამ.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...