მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არის ხანდაზმული კაცი, რომელიც ოპოზიციის თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე დადის

ვინ არის ხანდაზმული კაცი, რომელიც ოპოზიციის თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე დადის

Published on

ბოლო დღეებში “ფეისბუქზე” ბევრმა გააზიარა ამ ხანდაზმული კაცის ფოტო, რომელიც ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე ჩნდება და აქტიურობს. 

“დავბერდი და ასეთი მავნებელი მთავრობა არ მახსენდება”, – ამბობდა ვალოდია ნადირაშვილი 6 ნოემბერს, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე.

“ოდიშინიუსმა” გაარკვია, რომ ეს კაცი ვალოდია ნადირაშვილია, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ცხოვრობს. არც ისე დიდი ხნის წინათ ის პოლიკლინიკაში მეუღლესთან, უსინათლო მაშოსთან ერთად დადიოდა, რომელსაც ხელჩაჭიდებულს დაატარებდა.

ცოლ-ქმარი ერთად დადიოდნენ სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში, სადაც მათ ყველა სცნობდა. კვლევებში, გასინჯვაში მათ შეღავათებს უწევდნენ და ხშირად მედიკამენტების თანხას სრულიად უცნობი ადამიანებიც უხდიდნენ.

“ასე ამბობდა, ჩემი მაშოსთვის მინდაო”, – იხსენებს ერთერთი მედიკოსი ვალოდია ნადირაშვილის ვიზიტებსა და აფთიაქებში სიარულს.

მაშო დაახლოებით სამი წლის წინ გარდაიცვალა, რის გამოც ვალოდია ნადირაშვილი ახლა ეულად დადის. როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, ის ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს. ვალოდიას და მაშოს ერთი შვილი ჰყავთ.

მათივე თქმით, ვალოდია ნადირაშვილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა – “როგორც კი საქართველოში “ფაიზერი” შემოვიდა, მაშინვე აიცრა”, – ამბობენ ისინი. 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...