მთავარისიახლეებიოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა

ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა

Published on

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული – 43%;
ზეთი და ცხიმი – 31.6%;
პური და პურპროდუქტები – 19.4%;
რძე, ყველი და კვერცხი – 18.2%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18%;
თევზეული – 16%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 13%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.2%;
ხილი და ყურძენი – 9.3%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 6.4%;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (28.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი). ამასთან,
ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 პროცენტიანი
მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია
ქვეჯგუფებზე:

ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 13.9%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 7.3%;
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 4.5%;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო
პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (12.7 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების
(5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...