მთავარისიახლეებირეგიონებში კომერციულ სექტორს ბუნებირვი აირი 20 თეთრით უძვირდება

რეგიონებში კომერციულ სექტორს ბუნებირვი აირი 20 თეთრით უძვირდება

Published on

რეგიონებში კომერციულ სექტორს ბუნებირვი აირი 20 თეთრით უძვირდება. ახალი ტარიფი ძალაში პირველი დეკემბრიდან შევა. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას გამოწვევს და ყოველდღიური მომსახურების პროდუქტებიც გაძვირდება.

სარესტორნო ბიზნესში ამბობენ, რომ მათ ან მომსახურების ფასი უნდა გაზარდონ ან მუშაობა ზამთარში საერთოდ შეაჩერონ.

“ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების მატება მთლიანობაში ყველაფერზე ფასების მატებას გამოიწვევს. უკვე ჩემთანაც აისახება სერიოზულად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საბანკო ვალდებულებები, კომუნალური გადასახადები, პროდუქტი, რომელიც ძვირდება ზამთრის პერიოდში, ეს ყველაფერი ტარიფზე და მომხმარებლის ჯიბეზე აისხება. შესაბამისად, სავალალო შედეგებამდე მივალთ მთლიანობაში”, – თქვა რესტორან “შინ და გორის” დირექტორმა, ზაზა ადუაშვილმა.

გაზის ტარიფის 95 თეთრიდან 1.15 თეთრამდე გაზრდას ექსპერტებიც უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ფასები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზეც მოიმატებს, რაც საბოლოოდ ლარის კურსზე უარყოფითად აისახება.

სიახლეები

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...