მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ბათუმელებს

მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ბათუმელებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. შეგახსენებთ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, “თავისუფლების კვარტალში”, ასევე სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულების წინ, დღეიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

ბათუმში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მაუკა ხაზარაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი კირთაძე და სხვები.

ბათუმში და რუსთავის ციხესთან ოპოზიციამ პარალელური აქციები დაიწყო – კოალიციური ერთობა ძალაშია

მიმართვაში, რომელიც ბათუმში შეკრებილებს ლევან ვარშალომიძემ წაუკითხა, ნათქვამია:

“მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას!
ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!
ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ.
თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.
ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!
თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.
ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ!
აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ, ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში!
ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი წევს აღარასდროს უნდა დაეშვას!”- ნათქვამია წერილში.

სიახლეები

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...

3 აპრილს, 12:00 საათზე მოსაყდრის მოწვევით წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და...

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...