მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმედია, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული.

იმედია, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული.

Published on

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო დამკვირვებლის სტატუსით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩი რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული.

„ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეები გამოდიან და ხმას აძლევენ, რომ ანგარიშვალდებული გახადონ თავიანთი ლიდერები. ამ დროს მოსახლეობას სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ლიდერებმა იციან მათი პრიორიტეტების შესახებ; იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, წყალი თუ ჯანდაცვა. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის. მოხარული ვარ, რომ ვიზიტისას ვნახე ძალიან მშვიდი გარემო, კარგად ორგანიზებული საარჩევნო სივრცეები. კარგად არიან მომზადებული კოვიდთან დაკავშირებით და ძალიან კარგად არის უზრუნველყოფილი, რომ ხმის მიცემა იყოს უსაფრთხო. ასე რომ, ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ მათი ხმა გაისმას და ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული. ეს არის დემოკრატიის არსი და საქართველოს მოსახლეობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ხმის მიცემას ასე სერიოზულად უდგებიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...