მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,დავით სერგეენკოს განცხადება მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ...

,,დავით სერგეენკოს განცხადება მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს” – აცხადებს ოპოზიცია

Published on

მინისტრ დავით სერგეენკოს  გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ ის, რაც ახლა საოკუპაციო ზოლში ხდება ,, არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის, ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა" – ოპოზიციის მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოყვა.
 
 "ნაციონალურ მოძრაობაში" სერგეენკოს განცხადებას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს და ხელისუფლებისგან მოითხოვეს, ჯანდაცვის მინისტრს ამ თემაზე საუბარი საერთოდ შეუზღუდონ, რადგან, მათი თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ამ ფაქტით ჩანს ის, თუ რაზე საუბრობენ ხელისუფლების წევრები დახურულ კარს მიღმა.
„ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი სერგეენკო ეტყობა დაიღალა ჯანდაცვის სფეროში უზარმაზარ მიღწევებზე საუბრით და თავის უზენაესი ყურადღება რატომღაც ოკუპირებულ ტერიტორიებს მიაპყრო. მისი ერთი ფრაზიდან, უგუნური, უმეცარი და მავნებლური ფრაზიდან, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ჩვენ გავიგეთ ჯერ ერთი, რომ რუსეთი არ ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, მეორე ის, რომ თურმე ე.წ. ცხინვალის რეგიონს ე.წ. სამხრეთ ოსეთს აქვს საზღვრები და მესამე ის, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ და კერძოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ.“ არ ვიცი როგორ ისჯებიან პატივცემული მინისტრები ამ ხელისუფლების დროს, მაგრამ თუ არ დასჯიან, ერთი თხოვნა გვაქვს, როგორც რიგით მოქალაქეებს, ლაპარაკი მაინც აუკრძალონ.ეს ნაბოდვარი, საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჟენევის კონსულტაციებზე წინ დახვდება“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 
 
 „ეს არის როგორც მინიმუმ, შეგნებული მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ,“ – ასეთი  შეფასება  გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა გიორგი ტუღუშმა სერგეენკოს განცხადებაზე საუბრისას.
„როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება და ასევე მათი მხრიდან ზეწოლის განხორციელება რუსეთზე, როდესაც, საკუთარი ხელისუფლება მსგავსი მავნებლობით არის დაკავებული და საუბრობს იმაზე, რომ თურმე ოკუპაცია არ მომხდარა და რასაც ვხედავთ, ეს არის ნორმალური პროცესი,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 
 
მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა'' დღეს  ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გეგმავს. 
 

 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....