მთავარისიახლეებისამართალირუხში დაკავებულია ,,კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია (სუხუმსკი)

რუხში დაკავებულია ,,კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია (სუხუმსკი)

Published on

გუშინ სოფელ რუხში დაკავებულ იქნა სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი,,კანონიერიქურდი“ თემურ გვასალია, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ,, ,თემო სუხუმსკის’’ სახელით არის ცნობილი.

დაკავების ოპერაცია განხორციელდა    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშომლების მიერ  ჩატარებული  ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,

გვასალია საქართველოში ყალბი, თემურ სონგულიას სახელზე გაცემული  პასპორტით შემოვიდა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდან როგორც ოპერატიული ინფორმაცია მოწმობს, თბილისში მკურნალობის მიზნით.  მას დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და  ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი.

გვასალია ერთერთია იმ 11 კანონიერი ქურდიდან, რომელნიც დიდი ავტორიტეტით და გავლენით  სარგებლობენ აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში და ერთადერთი ქართველი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ  ქურდებს  შორის. 

აფხაზური პრესის ცნობით, გვასალიას,,ქურდული ნათლობა“ 2013 წლისდეკემბრის დასაწყისში მოხდა,,კანონიერი ქურდების“ ვალიკოჯეჯიას(ვალტერი), გიორგი უგლავას (ტახი) და ირაკლი ყალიჩავას (იკა ხუტუ) ხელდასმით

გასულ წელს, როცა აფხაზეთის  ახლად არჩეულმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ წამოიწყო ქურდულ სამყაროსთან დაპირისპირების საჩვენებელი  კამპანია, იგი სხვებთან ერთად იქნა დაკავებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა დაა ყაჩაღობების ბრალდებით, თუმცა მალევე იქნა განთავისუფლებული.
გვასალიამ დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას  აღიარა კანონიერი ქურდობა.
გამოძიება მიმდინარეობს კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...