მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიფინგი სუს-ში: "დაწყებულია გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე"

ბრიფინგი სუს-ში: “დაწყებულია გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე”

Published on

სუსია აცხადებს, რომ ატარებენ გამოიძებას სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლი და როთ. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკავშირდება.

“სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 სასჯელაღასრულების დეპარტამენტში გადაყვანსითვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირება…” – თქვა ბაჩა მგელაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის დირექტორის მოადგილემ.

უწყებაში მტკიცებულების სახით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩაწერილი აუდიოჩანაწერი გაავრცელეს. სუს-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

მსგავსი სცენარის გაჟღერება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო. მან “იმედის” ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში დაიწყებოდა მუდმივი ქაოსი.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ერთადერთი გეგმა რაც შემუშავებული აქვთ, რომ რამენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, რომ ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში… გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენებას და აქაც ვუბრუნდები პირველ სცენარს [პოლიტიკოსების მოკვლა], იგივე სცენარია ერთი-ერთში”, – თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...