მთავარისიახლეებიპოლიტიკაფლანგვის დეტექტორი: სად მიდის ზუგდიდელების ფული?

ფლანგვის დეტექტორი: სად მიდის ზუგდიდელების ფული?

Published on

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2020 წლებში 130-ით, ხოლო ხარჯი 3 მილიონით გაიზარდა.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა მზარდი ტენდენცია შეინიშნება ამ 10 “ააიპ”-შიც, რაც ცხადია პირდაპირ პროპორციულია ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის მატებასთანაც.

2018 – 2,317 თანამშრომელი

12,125,867 ლარი

2019 – 2,343 თანამშრომელი

12,740,148 ლარი

2020 – 2,446 თანამშრომელი

15,233,625 ლარი

ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ააიპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრში”. სადაც თანამშრომლების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 90-ით გაიზარდა.

თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგა ააიპ “ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც”, სადაც 29 თანამშრომლის ნაცვლად, 2020 წელს უკვე 74 თანამშრომელი იყო.

ხოლო ააიპ “საფეხბურთო კლუბ ოდიშში” დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის გაათმაგდა და 5 ის ნაცვლად, 2020 წელს ის უკვე 49 გახდა, ხოლო ამ საფეხბურთო კლუბის დაფინანსება 32,069 ლარიდან 412,410 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის 2018-20 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შესაბამისად 43,769,500 ლარი, 58,976,000 ლარი და 48,790,000 ლარი იყო, რომლის საშუალოდ 27% სწორედ ამ ააიპ-ების დაფინანსებაში დაიხარჯა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით ზუგდიდში მოსახლეობა 105,000 ადამიანს შეადგენს, საიდანაც ყოველი მეხუთე 22,959 უკიდურეს სიღარებიში ცხოვრობს”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...